რა არის დჰეა?

დჰეა (დეჰიდროეპიანდროსტერონი) წარმოადგენს სტეროიდულ პროჰორმონს, რომელიც ბუნებრივი გზით გამომუშავდება ქოლესტერინისგან. დჰეა სინთეზირდება ტვინში და ასრულებს ნეიროსტეროიდის ფუნქციას. დჰეა წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში მოცირკულირე ყველაზე გავრცელებულ სტეროიდულ ჰორმონს. თუმცა, მისი დონე სიცოცხლის განმავლობაში ცვალებადობს. ბუნებრივი გზით, ადამიანის ორგანიზმი მის სინთეზირებას იწყებს დაახლოებით 7 წლის ასაკიდან და მისი კონცენტრაცია პიკს აღწევს 25 წლის ასაკში, რასაც მოყვება თანდათანობითი სტაბილური კლება. 75 წლის ასაკისთვის მისი კონცენტრაცია შეადგენს პიკური კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ს.

დჰეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, ასევე ისეთი დაავადებების თავიდან აცილებაში, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები. დჰეა ამაღლებს ენერგიას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ამცირებს დეპრესიას და შფოთვას, ასევე გააჩნია გამაახალგაზრდავებელი ეფექტი [1, 2]. დჰეა-ს ასევე უკავშირდება მცირედი თანმდევი ეფექტები, როგორიცაა ღვიძლში ფერმენტების დონის დროებითი მომატება, ოფლიანობა, სახის კანის ცხიმიანობის მომატება, სახეზე თმის რაოდენობის მომატება, მუცლის ტკივილი, ძილის დარღვევა, ქავილი, მკერდის მგრძნობელობის მომატება. თუმცა, ეს დროებითი თანმდევი ეფექტები დაიკვირვებოდა მხოლოდ დჰეა-ს დიდი დოზების (100-200 მგ დღე-ღამეში) 12-24 კვირის განმავლობაში მიღებისას [3, 4].

უფრო ხანგრძლივი პერიოდის (10-12 თვე) განმავლობაში მიღებისას და 50 მგ დოზის შემთხვევაში ასეთი თანმდევი ეფექტები არ დაიკვირვებოდა, ან ისინი ძალიან უმნიშვნელო იყო [5, 6].

ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ, როგორც წესი, გამოიყენება დჰეა-ს დიდი დოზა, ამიტომაც აუცილებელია პაციენტის სათანადო ზედამხედველობა, რომელიც მოიცავს მონაცემების ყოველკვირეულ შეგროვებას და ანალიზს და დჰეა-ს დოზირების შესაძლო კორექტირებას.

 

 

სამეცნიერო ლიტერატურა: 

  1.  Yadid G, Sudai E, Maayan R, Gispan I, Weizman A. The role of dehydroepiandrosterone (DHEA) in drug-seeking behavior. Neurosci Biobehav Rev. 2010 Nov;35(2):303-14.

  2. Vinson GP, Brennan CH. Addiction and the adrenal cortex. Endocr Connect. 2013 May 31.

  3. Chang DM, Lan JL, Lin HY, Luo SF. Dehydroepiandrosterone treatment of women with mild-to-moderate systemic lupus erythematosus: a multicenter randomized, double-blind, placebo-controlled trial. Arthritis Rheum 2002. 46 (11): 2924–2927.  

  4. Flynn MA, Weaver-Osterholtz D, Sharpe-Timms KL, Allen S, Krause G. Dehydroepiandrosterone replacement in aging humans. J Clin Endocrinol Metab. 1999. 84(5):1527-33.

  5. Brooke AM, Kalingag LA, Miraki-Moud F, Camacho-Hübner C, Maher KT, Walker DM, Hinson JP, Monson JP. Dehydroepiandrosterone improves psychological well-being in male and female hypopituitary patients on maintenance growth hormone replacement. J Clin Endocrinol Metab 2006. 91 (10): 3773–3779.

  6. Villareal DT, Holloszy JO. DHEA enhances effects of weight training on muscle mass and strength in elderly women and men. Am J Physiol Endocrinol Metab 291. 2006 (5): E1003–1008.