PS_shoot_epiterapia_gallery-020.jpg

დჰეა-ს პროგრამა

ჩვენმა პროგრამამ გამოამჟღავნა, რომ მაღალი ეფექტურობისა და ოპტიმალური შედეგისათვის დჰეა-ს მიღება უნდა მოხდეს ადექვატური, ინდივიდუალურად შერჩეული დოზის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ თანამედროვე ალგორითმი, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემებს (ასაკი, სქესი, ეთნიკური კუთვნილება, ნარკოტიკის ადრინდელი მოხმარება, დაავადებები და ა.შ.) და სხვადასხვა ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ პარამეტრებს და გამოითვლის დჰეა-ს ოპტიმალურ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე ქმნის თითოეული პაციენტის პერსონალურ პროფილს, რომლის საშუალებითაც მკურნალ პერსონალს შეუძლია თვალი მიადევნოს პაციენტის პროგრესს, მოახდინოს მკურნალობის კურსის მართვა და წინასწარ განჭვრიტოს მკურნალობის ხანრგძლივობა და რეციდივის შესაძლებლობაც კი. ჩვენი მკურნალობის პროგრამა არის დამატებითი მკურნალობა, რომლის ინტეგრირება ადვილად შეიძლება არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში და აუმჯობესებს მიცემულ თერაპიას. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი თქვენს სამსახურში იქნება მთელი მკურნალობის პროცესის განმავლობაში და სწრაფად უპასუხებს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.